ცოტა ხნის წინ ინტერნეტში ახალი ფილმის Ad Astra ტრეილერი გავრცელდა. მთავარი გმირი (ბრედ პიტი) ასტრონავტია, რომელიც მზის სისტემის შორეულ კიდეში დაკარგული მამის (ტომი ლი ჯონსი) საპოვნელად და იმ საიდუმლოს ამოსახსნელად მიემგზავრება, რომელიც ჩვენი პლანეტის გადარჩენას საფრთხეს უქმნის. მის წინაშე ახალი გამოწვევა ჩნდება, რომელიც კაცობრიობის არსებობას კოსმოსში კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

ფილმის გადასაღებ ლოკაციებში ნახსენებია ლოს ანჯელესში არსებული მოჰავეს უდაბნო, რომელიც მარსის სცენების გადასაღებად გამოიყენეს. როგორც ჩანს ელონ მასკის მოყვარულებს ახალი ვიზუალური გამოცდილება ელოდებათ.

ფილმის პრემიერა 20 სექტემბერს არის დაგეგმილი.