საკრებულოს დეპუტატი სანდასუფთავებაში შესაძლო ფიქტიურ დასაქმებაზე: მთავარია, ტურისტული ქალაქი მოწესრიგებულია
"მთავარი ჩემი შეფასება არის, რომ ტურისტული ქალაქი არის მოწესრიგებული", — ასე პასუხობს ქობულეთის საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატი გიორგი გოგიტიძე კითხვას, სანდასუფთავებაში, სავარაუდოდ, ფიქტიურად დასაქმებულებზე. გუშინ, 5 ივნისს TV 25-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქობულეთის ააიპ სანდასუფთავებაში 15-მდე ადამიანი, მათ შორის დირექტორის ნათესავები, ფიქტიურად არიან დასაქმებული.
ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, არის თუ არა დეპუტატისთვის მნიშვნელოვანი, რომ ბიუჯეტიდან ხელფასს იღებს ადამიანი, რომელიც სამსახურში არ დადის, ის პასუხობს: "ადმინისტრაცია შესაბამისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს საქმიანობას, თუ ფაქტი იქნება არსებული დასტურში მოყვანილი, შესაბამისი ზომების იქნება გატარებული".
შესაბამის რეაგირებაზე საუბრობს ქობულეთის მერი მირიან ქათამაძეც. მისი თქმით, თუ დარღვევა დაფიქსირდება დასაქმებულს ხელშეკრულება შუეწყდება. თუმცა, ამბობს, რომ მათი ინფორმაციით მსგავსი შემთხვევა არ დასტურდება.
"რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და კიდევ ერთხელ ვადასტურებ, თუ ასეთი რამ სამართლებრივად დადასტურდება, შესაბამისი შრომითი ხელშეკრულება მოიშლება", — განუცხადა მან TV 25-ს.
ეს საკითხი შეაფასა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნათია თხილაიშვილმაც. მისი თქმით, ფიქტიურად დასაქმება დანაშაულია, თუმცა, მისივე თქმით, ვერ იჯერებს, რომ ასეთ რამ მართლა მოხდა.
"ჩემთვის ეს არის საუცხოო სურპრიზის ინფორმაცია, რომ დასუფთავების სამსახურს ყავს ფიქტიური თანამშრომლები. რა თქმა უნდა, დანაშაულია ნებისმიერ სამსახურში. ადამიანი თუ არ მუშაობს და ფიქტიურია ეს ჩვეულებრივი დანაშაულია, მაგრამ მე არ მგონია, რომ ესეთი რამე არსებობდეს", — განაცხადა მან.
ქობულეთის სანდასუფთავების დირექტორი არ ადასტურებს, რომ ფიქტიურად დასაქმებული თანამშრომლები ყავს, თუმცა არ უარყოფს იმას, რომ თავისი ნათესავები დაასაქმა. მისი თქმით, ძმისა და სიძის დასაქმებაში ნეპოტიზმს ვერ ხედავს, რადგან მათ გამო არავინ გაუგდია და თავისუფალი ადგილები შეავსო.
"ვინმეს ხარჯზე დავასაქმე? არა შენ ცოლის ძმას ხომ არ დავნიშნავდი, აბა, ვერ გავიგე მე ახლა. დავნიშნე დიახ. მოვედი აქა, შევხედე ადგილები ცარიელი იყო, მოვიყვანე ჩემი ცოლის ძმა და დავნიშნე, რაა ამაში ცუდს", — აცხადებს ის.
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ. მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ.
-
გადახედვაკანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს კანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს
-
-
გადახედვავაჟა სირაძის განცხადება აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების გეგმაზე ვაჟა სირაძის განცხადება აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების გეგმაზე
-
გადახედვააქციის მონაწილეები მოითხოვენ, ოცნებამ უახლოესი 1 საათის განმავლობაში გააკეთოს განცხადება კანონის გაწვევასთან დაკავშირებით აქციის მონაწილეები მოითხოვენ, ოცნებამ უახლოესი 1 საათის განმავლობაში გააკეთოს განცხადება კანონის გაწვევასთან დაკავშირებით
-
გადახედვათეოლოგთა და სასულიერო პირთა ნაწილი მიმართვას ავრცელებს თეოლოგთა და სასულიერო პირთა ნაწილი მიმართვას ავრცელებს
-
გადახედვაპრეზიდენტი: ერთ მხარეს ქართველი ხალხია, მეორე მხარეს კი — 83 დეპუტატი, რომელმაც ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცა ხმა პრეზიდენტი: ერთ მხარეს ქართველი ხალხია, მეორე მხარეს კი — 83 დეპუტატი, რომელმაც ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცა ხმა
-
გადახედვაამაღლობელი: ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, არ ავყვეთ ამაღლობელი: ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, არ ავყვეთ
-
-
გადახედვაბათუმი აპროტესტებს რუსულ კანონს, ევროპის მოედანზე ევროკავშირის დროშა გაშალეს ბათუმი აპროტესტებს რუსულ კანონს, ევროპის მოედანზე ევროკავშირის დროშა გაშალეს
-
გადახედვაღოღობერიძე: ძალიან ძლიერები ვართ, როდესაც ვართ ერთად და გვიხარია! ასე მხიარულად, ყიჟინით, შეძახილებით შევაბიჯებთ ევროპაში! ღოღობერიძე: ძალიან ძლიერები ვართ, როდესაც ვართ ერთად და გვიხარია! ასე მხიარულად, ყიჟინით, შეძახილებით შევაბიჯებთ ევროპაში!
-
გადახედვაალექსანდრე ლორთქიფანიძე: ეს კანონი არა გამჭვირვალობას, არამედ სტიგმატიზებას ემსახურება ალექსანდრე ლორთქიფანიძე: ეს კანონი არა გამჭვირვალობას, არამედ სტიგმატიზებას ემსახურება
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი თვითონ არის უცხოური გავლენის აგენტი — კობახიძე პრეზიდენტზე სალომე ზურაბიშვილი თვითონ არის უცხოური გავლენის აგენტი — კობახიძე პრეზიდენტზე
-
გადახედვაპუტინის პრესმდივნის მორიგი ღია მხარდაჭერა საქართველოს მთავრობას: "ამ კანონპროექტს არ უნდა ეწოდოს რუსული" პუტინის პრესმდივნის მორიგი ღია მხარდაჭერა საქართველოს მთავრობას: "ამ კანონპროექტს არ უნდა ეწოდოს რუსული"
-
გადახედვასახალხო დამცველი 16-17 აპრილის აქციის მონიტორინგის პირველადი შედეგების შესახებ დოკუმენტს აქვეყნებს სახალხო დამცველი 16-17 აპრილის აქციის მონიტორინგის პირველადი შედეგების შესახებ დოკუმენტს აქვეყნებს
-
გადახედვაპრეზიდენტი: კანონს ვეტოს დავადებ, ჩემი ვეტო ხალხის ხმაა პრეზიდენტი: კანონს ვეტოს დავადებ, ჩემი ვეტო ხალხის ხმაა
-
გადახედვაევროკავშირის მაღალჩინოსნები, რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებენ ევროკავშირის მაღალჩინოსნები, რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვაარა, დრო რუსეთის მხარეს არაა — ჯოზეფ ბორელის ბლოგი არა, დრო რუსეთის მხარეს არაა — ჯოზეფ ბორელის ბლოგი
-
გადახედვა3 ადამიანია დაჭრილი სროლის შედეგად თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე — მედია 3 ადამიანია დაჭრილი სროლის შედეგად თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე — მედია
-
გადახედვაპრეზიდენტისა და ელჩების შეხვედრა დასრულდა — რაზე ისაუბრეს პრეზიდენტისა და ელჩების შეხვედრა დასრულდა — რაზე ისაუბრეს
-
კომენტარები