აჭარის 25-ე არხის ინფორმაციით, ააიპ ქობულეთის სანდასუფთავებაში 15-მდე ადამიანი, მათ შორის დირექტორის ნათესავები ფიქტიურად არიან დასაქმებული. სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით ტელევიზია ამბობს, რომ დასაქმებულებს ხელფასი ერიცხებათ, მაგრამ სამსახურში არ დადიან. სანდასუფთავების დირექტორი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს, თუმცა არ უარყოფს იმას, რომ თავისი ნათესავები დაასაქმა.

"არავის ხარჯზე არ დამისაქმებია ჩემი ძმა, ვინმე არ გამიშვია და არ მომიყვანია ჩემი ძმა და ვერავინ მაგას ვერ იტყვის. ჩემი ძმა დადის სამსახურში ყოველთვის, დაჟე შვებულებას მთხოვს და ვერ ვუშვებ, ახლა უკვე ზაფხულის სეზონი მეწყება... ჩემი ძმა მუშაობს მძღოლად აქა და იმუშავებს... მაქვს საბუთები და არ გაჩვენებთ დოკუმენტს", — აცხადებს დირექტორი სულიკო ბლადაძე.

გარდა ძმისა, დირექტორი ამბობს, რომ საკუთარი ცოლის ძმაც დაასაქმა. თუმცა, მისთვის გაურკვეველია რატომ არის ეს ფაქტი ნეპოტიზმი.

"ვინმეს ხარჯზე დავასაქმე? არა შენ ცოლის ძმას ხომ არ დავნიშნავდი, აბა, ვერ გავიგე მე ახლა. დავნიშნე დიახ. მოვედი აქა, შევხედე ადგილები ცარიელი იყო, მოვიყვანე ჩემი ცოლის ძმა და დავნიშნე, რაა ამაში ცუდ", — აცხადებს ის.

მას შემდეგ, რაც სულხან ბლადაძე იგებს, რომ ჟურნალისტებმა მისი ნათესავების დასაქმების საკითხი მასთან ოჯახში გადაამოწმეს, ბრაზდება. ის შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიით და დისკრიმინაციულად მოიხსენიებს მასთან დასაქმებულებს და ამტკიცებს, რომ მისი ოჯახის წევრები სასმახურში დადიან.