როგორც მოგეხსენებათ, Minecraft-ში პრაქტიკულად ყველაფრის შექმნაა შესაძლებელი. თუ, რა თქმა უნდა, საკმარისი მოთმინება და დრო გაქვთ.

ცოტა ხნის წინ კი Reddit-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა თამაშში ცნობილი ტექნო კლუბის, ბერგჰაინის ზუსტი ასლი შექმნა. ვიდეოში მომხმარებელი ბერგჰაინის ოთახებს, ბარებსა და საცეკვაო მოედნებს გვათვალიერებინებს.

როგორც იცით, რეალურ ცხოვრებაში ამ კლუბში მოხვედრა მკაცრი "ფეის კონტროლის" გამო საკმაოდ რთულია. ასევე არ არსებობს ფოტო და ვიდეო მასალა, რომელშიც შევძლებდით გვენახა, თუ როგორ გამოიყურება კლუბი შიგნიდან. ამის მიზეზი ისაა, რომ ბერგჰაინში ფოტო და ვიდეო გადაღება აკრძალულია.

როგორც მომხმარებლები აღნიშნავენ, თამაშში შექმნილი კლუბი რეალურის თითქმის იდენტურია.