ცოტა ხნის წინ, კანის კინოფესტივალზე კვენტინ ტარანტინოს ახალი ფილმის ერთხელ ჰოლივუდში პრემიერა შედგა. თუმცა, რეჟისორი უკვე ახალ პროექტზე მუშაობს და დროს არ კარგავს. ჯანგო/ზორო იმავე სახელის კომიქსზეა დაფუძნებული და ტარანტინოს 2012 წელს გამოსული ფილმის ლოგიკური გაგრძელება იქნება.

მოქმედება ჯანგოს დასასრულიდან რამდენიმე წლის შემდეგ ვითარდება. ის კრიმინალებსა და ყაჩაღებზე კვლავ ნადირობს ჯილდოს მისაღებად, თუმცა, ახლა უკვე დასავლეთ შტატებში, რადგან აღმოსავლეთში მასზე ძებნაა გამოცხადებული. ბრუმჰილდა ჩიკაგოსთან ახლოს, უსაფრთხოდ დააბინავა და ყოველი დასრულებული საქმის შემდეგ თანხას უგზავნის. ამ მოგზაურობისას ის შემთხვევით დიეგო დე ლა ვეგას შეხვდება, ცნობილს როგორც ზორო. ცოტა ხანში, ჯანგო მისი უჩვეულო პიროვნებით აღფრთოვანდება, შემდეგ მის პირად მცველად დაიწყებს მუშაობას და ხალხის მონობიდან დახსნაში ეხმარება.

ჯერჯერობით უცნობია, ახალ პროექტს ტარანტინო თავად გადაიღებს, თუ მხოლოდ პროდიუსინგით დაკავდება. ამ ეტაპზე ისიც უცნობია, თუ როდისთვის უნდა ველოდოთ ფილმს ეკრანებზე.