ფეისბუქზე კამპანია "გამოიხედე" დაიწყო. გვერდის აღწერაში ვკითხულობთ, რომ იგი თავისუფალი აქტივისტების ინიციატივაა და მისი მიზანი ამომრჩევლის გააქტიურებაა. "რიგითი ბიულეტენის გადასარჩენად", — ამ ლოზუნგით კამპანიის ორგანიზატორები შეეცდებიან, მთაწმინდის ამომრჩეველთან მისვლასა და მათ დარწმუნებას, რომ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. მათი თქმით, კამპანია მოხალისეობრივია და მოუწოდებენ სხვებსაც, ჩაერთონ მათ აქტივობებში.