აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და პირველი ლედი, მელანია ტრამპი ბუკინგემის სასახლეში საზეიმო მიღებას დაესწრნენ, რომელიც სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. დონალდ ტრამპმა 3 ივნისს დიდ ბრიტანეთში სამდღიანი სახელმწიფო ვიზიტი დაიწყო. ეს ტრამპისთვის პირველი სახელმწიფო ვიზიტია ბრიტანეთში.

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II

ფოტო: Doug Mills / AP

(მარცხნიდან) აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II, პირველი ლედი მელანია ტრამპი, უელსის პრინცი ჩარლზი, კორნუელის ჰერცოგინია კამილა

ფოტო: Alastair Grant / AFP / Getty Images

მიღების დაწყების წინ სიტყვით გამოვიდნენ დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II და პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აფასებს დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს საუკუნო მეგობრობას. დედოფალმა კი განაცხადა, რომ ისინი ზეიმობენ ალიანსს, რომელიც ორივე ქვეყნის მოსახლეობისთვის უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ტრამპმა მეორე მსოფლიო ომის დროს ბრიტანელი ხალხის სიმამაცეზე გაამახვილა ყურადღება და დედოფალს "დიდებული ქალი უწოდა".

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სიტყვით გამოსვლის დროს

ფოტო: AFP

ფოტო: Dominic Lipinski / AFP / Getty Images

საზეიმო მიღებას ბუკინგემის სასახლეში სამეფო ოჯახის წევრები, პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი და მისი მთავრობის წევრები ესწრებოდნენ. გარდა ამისა, სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში დონალდ ტრამპმა ლონდონში ყველა თავისი სრულწლოვანი შვილი ჩაიყვანა. ჯამში მიღებას ბუკინგემის სასახლეში 170-მდე სტუმარი ესწრებოდა.

აშშ-ს პირველი ლედი მელანია ტრამპი და უელსის პრინცი ჩარლზი

ფოტო: Victoria Jones / PA

კემბრიჯის ჰერცოგინია ქეითი და აშშ-ს ფინანსთა მინისტრი სტივენ მნუჩინი

პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი და კემრიჯის ჰერცოგი უილიამი

ივანკა ტრამპი და აშშ-ს საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრი ლიამ ფოქსი

ფოტო: Victoria Jones / WPA Pool / Getty Images

ფოტო: Dominic Lipinski / Pool / AFP / Getty Images