დედოფლისწყაროს ერთ-ერთ სკოლის მასწავლებელი, რომელსაც 13 წლის გოგო სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, სკოლიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა იმედთან საუბრისას განაცხადა.

ის აცხადებს, რომ ადმინიტრაციამ გოგოს ნებართვა მისცა, 82 წლის მასწავლებლის საუბარი ჩაეწერა. როცა ჩანაწერი ნახეს, დისციპლინურ კომიტეტს გადასცეს და მასწავლებელი სკოლიდან გაათავისუფლეს.

"იმისთვის, რომ დავრწმუნებულიყავით, მოხდა თუ არა მათ შორის ამ თემაზე საუბარი, ამისთვის ნებართვა მივეცით, რომ ჩაეწერა და მოგვესმინა... როცა მოვისმინეთ, ნამდვილად გასაოცარი კიარა, არ შეიძლებოდა ასეთი მასწავლებელი ჩვენ შორის იყოს, გადავეცით ზემდგომებს, გადავეცით დისციპლინურ კომიტეტს და გავათავისუფლეთ სკოლიდან", — ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

მისი თქმით, ჩანაწერში მასწავლებელი მოსწავლეს თავის ისტორიას უყვებოდა, თუ როგორ ჰქონდა ამ გოგოს თანატოლის მიმართ სექსუალური ლტოლვა.

"აღნიშნა, რომ შენც ასე მომწონხარ. ადარებდა, შენსავით ლამაზი იყო, შენსავით მიყვარდა და ფულს ჩუქნიდა, რომელიც ამოღებულია და პოლიციას გადაცემულია", — ყვება სკოლის წარმომადგენელი.

დედოფლისყაროს ერთ-ერთ სოფელში 13 წლის მოზარდი ამბობს, რომ სკოლაში 82 წლის მასწავლებელი თავის სექსუალურ ლტოლვებზე ესაუბრა. შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით დაიწყო, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.