ამერიკელი რეპერი შონ კარტერი, იგივე Jay-Z ოფიციალურად მილიარდელია. ამის შესახებ მან ჟურნალ Forbes-ის ქავერ სთორიში მოყვა.

"მისი ქონება $1 მილიარდს უტოლდება, რაც ჯეი-ზის გასართობი ინდუსტრიის იმ იშვიათი წარმომადგენლების სიაში აქცევს, ვინც მილიარდელი გახდა, თუმცა ის ასევე პირველი ჰიპ-ჰოპ არტისტია ასეთი ქონებით", — წერს გამოცემა.

ჯეი-ზი ფლობს დიდი რაოდენობით უძრავ ქონებას, მისი სიმდიდრე მოიცავს არტ კოლექციებსაც და ისეთ მუსიკალურ ბიზნესებს, როგორიცაა Tidal და Roc Nation.