იკეამ სიმპსონების, უცნაური ამბებისა და მეგობრების ოთახები გააცოცხლა
იკეამ ცნობილი სერიალების გულშემატკივრებს დიდი საჩუქარი გაუკეთა — კომპანიამ, სადაც ნებისმიერი გემოვნების ადამიანისთვის, ნებისმიერი ტიპის ავეჯისა და სახლის აქსესუარების შეძენაა შესაძლებელი, სიმპსონების, უცნაური ამბებისა და მეგობრების ოთახები გააცოცხლა.
სარეკლამო კამპანიამ სათავე არაბთა გაერთიანებულ საემიროებში დაიწყო, სახელწოდებით "რეალური ცხოვრების სერიები".
"ჩვენ საკულტო სერიალებიდან ცნობილ ოთახებს სიცოცხლე ვაჩუქეთ, სადაც ყველასათვის საყვარელი პერსონაჟების ოჯახები ცხოვრობდნენ. აქ სხვადასხვა ზომისა და სტილის ავეჯია წარმოდგენილი და ეს ყველაფერი ხელმისაწვდომ ფასებში", — ამბობენ იკეას წარმომადგენლები.
იკეას შექმნილი ოთახი სიმპსონების ცნობილი მისაღებისგან თითქმის არაფრით განსხვავდება. აქვეა დიდი სავარძელი, რომელზეც მთელი ოჯახი თავისუფლად მოთავსდება, ტელეფონი, ტელევიზორი, ყვავილი და გადახრილი ნახატიც კი, რომელიც სავარძლის უკან კიდია.
ალბათ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც უცნაური ამბების ოთახი და მისი ავეჯი არ მოეწონება — დეკორაცია საახალწლო განათებას, კომფორტულ სავარძლებსა და თაროებს ითავსებს და რაც მთავარია, აქვეა საშობაო ნათურებით გაფორმებული კედელი ვეება ანბანით.
მეგობრების ოთახში გაცილებით დიდი სივრცეა, სადაც საკმარისი ადგილია ყავის მაგიდისთვის, სავარძლებისთვისა და ოთახის განათებებისთვის. აქვეა მანქანის ვინტაჟური პოსტერიც.
იმისათვის, რომ თქვენი საყვარელი პერსონაჟების მსგავსი ოთახი მოიწყოთ, ავეჯის შესაძენად ამ საიტს ეწვიეთ.
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
კომენტარები