ფოტოგრაფიის არსებობის მანძილზე უამრავი მნიშვნელოვანი კადრი გადაღებულა, მათ შორის საუკეთესო ნამუშევრებმა კი ტვიტერის გვერდზე historyinmoment მოიყარა თავი.

15 მომნუსხველი ფოტო, რომელმაც ისტორიული მომენტი შემოგვინახა და დღემდე უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე, აი, ასე გამოიყურება:

1. ჰაჩიკოს ბოლო ფოტო

პატრონის მიმართ თავისი უდიდესი სიყვარულის გამო ჰაჩიკოს მთელ მსოფლიოში იცნობენ, როგორც ყველაზე ერთგულ შინაურ ცხოველს. ჰაჩი იაპონელ პროფესორს ეკუთვნოდა, რომელსაც განსაკუთრებულად უყვარდა ძაღლები. ერთგული ძაღლი ყოველდღიურად აცილებდა პატრონს შიბუიას სადგურამდე, სამსახურიდან უკან დაბრუნებულს კი ისევ ამ ადგილას ხვდებოდა.

1925 წლის 21 მაისს პროფესორი გულის ინფარქტით გარდაიცვალა და სამსახურიდან აღარ დაბრუნებულა, ჰაჩი კი 9 წელი ელოდა პატრონს შიბუიას სადგურზე.

2. ელაიჯა ვუდი და სკარლეტ იოჰანსონი

3. ქალი სამურაი, 1800 წელი

სამურაები იაპონიაში ცხოვრობდნენ და თითოეული მათგანი პროფესიონალ მეომრად ითვლებოდა. მათი მთავარი მიზანი ბრძოლაში წარმატების მიღწევა უყო.

აღსანიშნავია, რომ არსებობდნენ ქალი სამურაებიც, რომელთაც იგივე ტრადიციები ჰქონდათ, რაც კაც მეომრებს. მათაც ჰქონდათ საბრძოლო იარაღი — შედარებით მომცრო ზომის ხმალი, რომელსაც არაჩვეულებრივად ფლობდნენ.

4. ლუი არმსტრონგი პირამიდების ფონზე ცოლისთვის უკრავს, 1961 წელი

ცივი ომის პერიოდში აშშ-მ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ჯაზის საუკეთესო შემსრულებლები გაუშვა. მათ შორის იყო ლუი არმსტრონგიც, რომელიც ამ ისტორიულ მომენტში საკუთარი ცოლისთვის უკრავს, თანაც გიზის პირამიდების ფონზე.

5. ირანელი ქალი ირანის ისლამურ რევოლუციამდე, 1960 წელი

1979 წელს ირანი სახალხო თეოკრატიულ ისლამურ რესპუბლიკად იქცა, რის შემდეგაც ადამიანების უფლებები საგრძნობლად შეიზღუდა — ირანელი ქალები დღემდე ვალდებულები არიან, რომ მუსლიმურ სამოსში, ჰიჯაბში იარონ.

6. აშშ-ს 35-ე პრეზიდენტის, ჯონ კენედისა და ჟაკლინ კენედის ქორწილი, 1953 წელი

7. კატები მეთევზეს ელოდებიან, 1970 წელი

ეს ფოტო 1970 წელს არის გადაღებული და საყვარელ კატებს ასახავს, რომლებიც მზრუნველ პატრონს, ბერძენ მეთევზეს დიდი მოთმინებით ელიან.

8. ახალდაბადებული ბატკანი ბიჭს ეხუტება, 1940 წელი

9. მერილინ მონრო, 1955 წელი

მერილინ მონრო დღემდე ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავად ითვლება. ეს ის იშვიათი ფოტოა, სადაც მსახიობს მაკიაჟის გარეშე ვხედავთ.

10. ნამდვილი სიყვარული და სამუდამო კოცნა, 1972 წელი

6 000 წლის კოცნა — ნეშტი ირანში 1972 წელს აღმოაჩინეს.

11. პირველი რასათშორისი კოცნა ამერიკის ტელევიზიის ისტორიაში, 1968 წელი

12. ფრედი მერკური, 1958 წელი

13. ბითლზის ცნობილი ფოტოს გადაღებამდე, 1969 წელი

ბითლზის წევრები ალბომის, Abbey Road გარეკანის გადასაღებად ემზადებიან — ცნობილ ფოტოზე ჯგუფის წევრები გზას კვეთენ.

14. ემი ვაინჰაუსის ბოლო კონცერტი, სერბეთი, 2011 წელი

15. ალბერტ აინშტაინის ლექცია ფარდობითობის თეორიის შესახებ, 1922 წელი