ავსტრიის ელჩმა არად ბენკომ საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის შეფასებისას თქვა, რომ საქართველოში გადაწყვეტილების მიმღები ადამიანების ნაკლებობაა, რაც ბიზნესის განვითარებას ხელს უშლის. ელჩმა ამის შესახებ ბიზნეს მედია საქართველოსთან ინტერვიუში განაცხადა.

"მე ვფიქრობ, საქართველოში თაობათა ჭიდილია. ჩვენ მუდმივად გვიწევს საქართველოში იმ პრობლემასთან შეჭიდება, რაც გადაწყვეტილების მიუღებლობაა... სწორედ ეს წარმოადგენს დამაბრკოლებელ ფაქტორს საქართველოში ბიზნესის კეთებაზე როცა მიდგება საქმე", — თქვა ელჩმა BMG-ის თარგმანის მიხედვით და გამოყო, რომ ცალკე პრობლემაა სახელმწიფო შესყიდვები, სადაც ისინი ხშირად აწყდებიან გამჭვირვალობის არარსებობას:

"საუკეთესო გზა, საქართველოს შემთხვევაში, არის დემოკრატიისა და დემოკრატიული ღირებულებების განვითარების გზა კანონის უზენაესობაზე დაყრდნობით. სადაც არ უნდა წავიდეს ქვეყანა, ეს სწორი გზა იქნება, რადგან ისევ დემოკრატიულ პრინციპებს ეფუძნება".