ბათუმის საქალაქო სასამართლომ იაფი სახლების საქმეზე ბათუმის ყოფილ მერს, ვიცე-მერს, მინისტრების მოადგილეებსა და სხვა მაღალჩინოსნებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. მათ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგვასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ედებათ ბრალი. საუბარია 1 370 076 ლარზე.

დაკავებულები არიან:

  • ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი;
  • აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე;
  • ბათუმის ვიცე მერი;
  • აჭარის ფინანსთა მინისტრის მოადგილე;
  • ბათუმის მერიის მუნიციპალური და ქონების მართვის სამსახურის უფროსი;
  • ბათუმის მერიის აიიპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოადგილე;
  • ბათუმის მერიის შესყიდვის სამსახურის უფროსი.