საქართველოს კინოთეატრებში ელტონ ჯონზე გადაღებულ ფილმის Rocketman-ის ორიგინალ ვერსიას უჩვენებენ. როგორც კინოთეატრების პრესსამსახურში On.ge-ს უთხრეს, ფილმის ნახვა 1-ლის ნაცვლად, 3 ივნისიდან იქნება შესაძლებელი.

რუსეთში, სადაც ფილმის პრემიერა 30 მაისს შედგა, ელტონ ჯონის ბიოპიკიდან რამდენიმე სცენა ამოჭრეს. ფილმიდან ამოჭრილია გეი სექსის, კოცნისა და ნარკოტიკების მოხმარების რამდენიმე სცენა. გარდა ამისა, ფილმის ტიტრებიდან ამოჭრეს სლაიდი, რომელზეც ელტონ ჯონი თავის ქმართან ერთად არის და წერია, რომ მან საბოლოოდ იპოვა თავისი ნამდვილი სიყვარული.