გუდაურში, ღუდის ხეობაში ფილიპინელი ტურისტი დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორი პირი, მათ შორის ფილიპინების მოქალაქე, გუდაურიდან პარაპლანით გამოფრინდნენ. ღუდის ხეობაში მათ მართვა დაკარგეს და მდინარე არაგვში ჩავარდნენ. მომხდარის შედეგად, უცხო ქვეყნის მოქალაქე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუდაურში, ღუდის ხეობაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.