ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ასპარეზი სკოლის მოსწავლეებს დაუთმო. მკითხველებს დღეს ბიბლიოთეკარებად ევროპული სკოლის მოსწავლეები დახვდნენ.

ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა

ისინი მოემსახურნენ მოქალაქეებს და ბიბლიოთეკის მუშაობის სპეციფიკასაც გაეცნენ. ბევრი მათგანი ეროვნულ ბიბლიოთეკაში პირველად იყო. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ მათთვის საინტერესო ლიტერატურასაც. ბიბლიოთეკის ფონდი საკმაოდ მდიდარია საბავშვო ლიტერატურით.

"ეროვნული ბიბლიოთეკის ერთ-ერთი პრიორიტეტია საბავშვო ლიტერატურის შეგროვება. ჩვენთან ფუნქციონირებს საბავშვო კუთხეც. ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა ეკვილიბრიუმიც სწორედ მოსწავლეების მიერ მოთხოვნილი ლიტერატურით ამარაგებს და მომავალშიც მოამარაგებს ბიბლიოთეკებს", - ამბობს გიორგი კეკელიძე.