ჩვენ დავამსხვრიეთ მითები — მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე თორნიკე მჟავანაძის არარჩევაზე
"ჩვენ დავამსხვრიეთ მითები. რა გინდათ ამაზე დემოკრატიული. სწორი მიმართულებით ჩვენ აღმოჩნდით, აი, ამის წინაშე", — ასე გამოეხმაურა მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე ნატა იმედაიშვილი მაუწყებლის დირექტორის არჩევნებში თორნიკე მჟავანაძის დამარცხებას. მჟავანაძეს საბჭოს არცერთმა წევრმა არ მისცა ხმა.
აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტის კითხვის პასუხად იმედაიშვილმა განაცხადა, რომ საბჭოს მიმართ არსებული ეჭვები გაქარწყლდა.
"ძალიან ბევრი საუბარი იყო იმაზე, რომ საბჭო იყო მოსყიდული, მიდიოდა კომპრომისებზე ვიღაცეებთან, არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის ერთი-მხარე თუ მეორე, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ეს არ მომხდარა. საბჭოს გადაწყვეტილება იყო ასეთი, რომ შედეგი ვერ დადგა", — განაცხადა მან.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ყოფილ დირექტორი ნათია კაპანაძე შესაძლოა მჟავანაძეს ჩაენაცვლებინა ბათუმელებმა ჯერ კიდევ კონკურსის გამოცხადებამდე გაავრცელა. გამოცემა წერდა, რომ ის ქართული ოცნების აქტივისტია და ავრცელებდა ფოტოს, რომელშიც მას პარტიის მაისური აცვია.
On.ge-სთან საუბარში მჟავანაძემ განაცხადა, რომ მაისური ოცნების აქტივისტებთან ტრენინგების ჩატარების დროს ჩაიცვა. მანვე განმარტა, რომ ქართული ოცნების მიმართ მაშინდელი სიმპათიები გამოწვეული იყო მაშინდელი ხელისუფლების მიმართ არსებული ანტიპათიით.
ჩაშლილი კონკურსი
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭომ ახალი დირექტორი ორ ცდაზე ვერ აირჩია და კონკურსი ჩაიშალა. შესარჩევ კონკურსში 8 პირი მონაწილეობდა. პირველ და მეორე კენჭისყრაზე ხმები ერთნაირად გადანაწილდა:
- მერაბ წულუკიძე — 2 ხმა;
- შოთა გურაბანიძე — 1 ხმა;
- ირმა ზოიძე — 1 ხმა;
- ნათია ზოიძე — 1 ხმა.
მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ კენჭი უყარა მეორე ტურის დანიშვნას, რასაც საბჭოს ყველა წევრი დაეთანხმა. განმეორებითი კონკურსის გამოცხადების მიზნით საბჭოს მომდევნო სხდომა 3 ივნისს ჩაინიშნა. საბჭოს თავმჯდომარემ, ნატა იმედაიშვილმა განმარტა, რომ კონკურსში მონაწილეობის უფლება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს.
აჭარის ტელევიზიის დირექტორის შესარჩევნი კონკურსი მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც მრჩეველთა საბჭომ ყოფილ დირექტორს, ნათია კაპანაძეს იმპიჩმენტი გამოუცხადა.
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
კომენტარები