შსს-მ ღირსების მარშის ჩასატარებლად დახურული სივრცე შემოგვთავაზა — თბილისი პრაიდი
თბილისი პრაიდის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათ ღირსების მარშის ჩასატარებლად დახურული სივრცე შესთავაზა. ამ დახურულ სივრცეში კი საკლუბო სცენა ან სტადიონი მოიაზრებოდა. ამის შესახებ პრაიდის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიორგი თაბაგარმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ღირსების მარშთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან რამდენიმე შეხვედრა გამართეს, მათ შორის ბოლო შეხვედრა გუშინ, 30 მაისს გაიმართა. მათი თქმით, უსაფრთხოების ზომებსა და გეგმებზე საუბრის ნაცვლად შსს-ს წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ პრაიდის კვირეულის ღონისძიებების დაცვა შეუძლებელი იქნება.
"ეს დამოკიდებულება გვინდა შევაფასოთ, როგორც ჩვენი სამოქალაქო, საბაზისო და პოლიტიკური უფლებების შელახვა. კერძოდ, შეკრების, მანიფესტაციის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. ამაზე გვექნება შესაბამისი რეაგირება, ვაპირებთ მივმართოთ სტრასბურგის სასამართლოს", — თქვა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მარიამ კვარაცხელიამ.
მისი განცხადებით, პრაიდის გუნდი მოწოდებული იყო, მოლაპარაკებები სამუშაო ფორმატში ეწარმოებინა.
"მათ შორის გვქონდა ალტერნატიული მარშრუტები გათვალისწინებული და შესაძლებელი იყო ფორმატებზე მსჯელობა, თუმცა, ამ დიალოგში შსს-ს არ შემოვიდა, არ იმსჯელა და ხისტად განგვიცხადა, რომ შეკრების დაცვა შეუძლებელია და არ მოხდება მათ მიერ", — აღნიშნა კვარაცხელიამ.
გიორგი თაბარმა ასევე ისაუბრა იმაზე, რომ პრაიდის ორგანიზატორების მიმართ იყო ზეწოლისა და შიშის დათესვის მცდელობა. მისი თქმით, გუნდს "კეთილი რჩევა" მისცეს, თავადვე გაეუქმებინათ ღონისძიება. თაბაგარი ამბობს, რომ სახელმწიფო პრობლემის სათავესთან ბრძოლის ნაცვლად, ლგბტქი ჯგუფის გადამალვას ცდილობს.
ამავე თემაზე:
-
გადახედვა"ჩვენ, Gen Z-ის დედებიც მაგრები ვართ!" — ფოტოებში: ქალთა მარში ბათუმში "ჩვენ, Gen Z-ის დედებიც მაგრები ვართ!" — ფოტოებში: ქალთა მარში ბათუმში
-
გადახედვაქალთა მარში: რა არის დღევანდელი მსვლელობის გეგმა და ძირითადი პოლიტიკური გზავნილები ქალთა მარში: რა არის დღევანდელი მსვლელობის გეგმა და ძირითადი პოლიტიკური გზავნილები
-
გადახედვადღეს, 20 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 20 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვადაუშვებელია, მივიღოთ კანონი, რომლის უკან გაწვევისკენ მოგვიწოდებენ ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყნები — GPBA დაუშვებელია, მივიღოთ კანონი, რომლის უკან გაწვევისკენ მოგვიწოდებენ ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყნები — GPBA
-
გადახედვადღეს, 20 აპრილს, 5 საათზე, გაიმართება ქალების მარში — ქალები ვირჩევთ ევროპას დღეს, 20 აპრილს, 5 საათზე, გაიმართება ქალების მარში — ქალები ვირჩევთ ევროპას
-
გადახედვავდებთ პირობას, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, მოქალაქეებს არ ექნებათ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან — ოპოზიციური პარტიების განცხადება ვდებთ პირობას, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, მოქალაქეებს არ ექნებათ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან — ოპოზიციური პარტიების განცხადება
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
კომენტარები