აჭარის ტელევიზიიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელსა და დირექტორობის კანდიდატს, ნათია ზოიძეს მიაჩნია, რომ მისი წინამორბედის, ნათია კაპანაძის გადაყენებისთვის მრჩეველების დასახელებული პრეტენზიები საკმარისი არ იყო. ამის შესახებ ზოიძემ On.ge-სთან საუბრისას განაცხადა.

"შეიძლება იყოს შიგნით პრობლემები, შეიძლება უკავშირდებოდეს სამუშაოს გადანაწილებას, კონკრეტული ადამიანები მუშაობდნენ უფრო მეტს, მაგრამ ეს სამუშაო პროცესია...", — აღნიშნა ზოიძემ მრჩეველთა საბჭოს წევრების მიერ კაპანაძის გადაყენების მიზეზებზე საუბრისას.

კითხვაზე, მისი ეს პასუხი მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილებაზე მოახდენს თუ არა გავლენას, ზოიძე ასე პასუხობს:

"თუ მრჩეველთა საბჭოს ჰქონდა ეს შეკითხვა და გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ჩემი პასუხით... მე არ მგონია, რომ არ იციან ჩემი დამოკიდებულება... მაგრამ დღეს ეს კითხვა არ დასმულა..."

ზოიძე აღნიშნავს, რომ არხზე დაბრუნება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც დაინახა, რომ მაუწყებელს სარედაქციო დამოუკიდებლობა ჰქონდა.

"აქ დავინახე, ჩემთვის ყველაზე ძვირფასი იდეისთვის რომ რაღაც ცვლილებები მიმდინარეობდა... ამაზე ცალსახა პასუხი მაქვს ნათია კაპანაძის დირექტორობის დროს იქნა მიღწეული სარედაქციო დამოუკიდებლობა", — განმარტა მან.