პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის თქმით, საპარტნიორო ფონდის ბიზნესმოდელი არაეფექტურია და უნდა შეიცვალოს. ამის შესახებ პრემიერმა პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.

"საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელობამ ეს ყველაზე კარგად იცის, რომ ეს მოდელი შესაცვლელია. დიახ, მე ვადასტურებ ამას არაფერია გასაკვირი. იმიტომ, რომ სხვებისგან განსხვავებით ჩემს განცხადებებს ციფრებზე და ბიზნეს მოდელებზე დაყრდნობით ვაკეთებ. დიახ, ის არის არაეფექტური და შესაცვლელი. ვმუშაობთ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან და ეს მოდელი შეიცვლება", — განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

2017 წელი საპარტნიორო ფონდმა 441 მილიონი ლარის ზარალით დაამთავრა. საპარტნიორო ფონდის დირექტორმა, დავით საგანელიძემაც აღიარა, რომ მის დაქვემდებარებულ უწყებაში მმართველობის ცუდი ფორმაა. ფონდი არაეფექტურ მუშაობაზე ისაუბრა ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამაც.