საკულტო ამერიკელი მუსიკოსი, პატი სმიტი ახალ მემუარზე მუშაობს.

ავტობიოგრაფიულ წიგნს მაიმუნის წელიწადი ჰქვია და მას გამომცემლობა Penguin Random House გამოსცემს.

"ამ წიგნის წერა 2016 წელს, ახალი წლის დღეს დავიწყე. ვწერდი კაფეებში და უცნაურ ზღვისპირა მოტელებში, წინასწარ განსაზღვრული ფორმის გარეშე, ვწერე იქამდე, სანამ ბოლოს წიგნად არ იქცა" - ამბობს მუსიკოსი თავისი ოფიციალური ინსტაგრამის გვერდზე.

გამომცემლების თქმით, მემუარში პატი სმიტი საუბრობს ახლობელი ადამიანების დაკარგვაზე, ასაკის მატებასა და დრამატულ ცვლილებებზე ამერიკის პოლიტიკურ ლანდშაფტში.

პატი სმითმა ავტობიოგრაფიული წიგნი 2010 წელსაც გამოუშვა, რომლის გამოც ამერიკის წიგნის ეროვნული პრემია მიიღო. მას უბრალოდ ბავშვები ჰქვია.