თვითმხილველის თქმით, თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე ერთ-ერთ კაფეში მის თანმხლებ უცხოელებს თავს დაესხნენ. ის რუსთავი 2-თან საუბრისას ამბობს, რომ დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც ის მაგიდასთან უცხოელი ტურისტების გვერდით დაინახეს.

რუსთავი 2-თან საუბრისას თვითმხილველები ყვებიან, რომ ქართველებმა ტურისტებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, დააზიანეს კაფის ინვენტარი და ჩაამსხვრიეს შუშები. მათი თქმით, თავდამსხმელები, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით ორი პირი დააკავა. ერთ მათგანს ბრალი ედება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 66-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მეორე მათგანს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე და 187-ე მუხლებით ედავებიან, რაც პოლიციელის წინააღმდეგობას და სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.