რუსეთში მომღერალ ელტონ ჯონის ბიოგრაფიული ფილმიდან Rocketman რამდენიმე სცენა ამოჭრეს. ამოჭრილ სცენებს შორის მოხვდა გეი სექსის სცენაც. ინფორმაცია მიას შესახებ tv rain-ის ჟურნალისტები ავრცელებენ. გარდა ამისა, ინფორმაცია დაადასტურა კინოკრიტიკოსმა ეგორ მოსკვიტინმა, რომელმაც კანში ფილმის ორიგინალი ნახა.

რუსეთში Rocketman-ის დისტრიბუტორი ცენტრალ პარტნერშიპია, პრემიერა კი კინოთეატრ ოქტომბერში გაიმართა. ტვ რეინის წამყვანის, მიხაილ კოზირევის თქმით, ფილმიდან ამოჭრილია კაცების კოცნის, გეი სექსისა და ნარკოტიკების სცენები. გარდა ამისა, კინოკრიტიკოსი ამბობს, რომ ფილმის ტიტრებიდან ამოჭრეს სლაიდი, რომელზეც ელტონ ჯონი თავის ქმართან ერთად არის და წერია, რომ მან საბოლოოდ იპოვა თავისი ნამდვილი სიყვარული.

ელტონ ჯონის ბიოგრაფიული ფილმის პრემიერა კანის კინოფესტივალზე შედგა და მისი ნახვა ქართულ კინოთეატრებში პირველი ივნისიდან შეგიძლიათ. ლეგენდარული მუსიკოსის ცხოვრების უცნობი დეტალების გარდა, ფილმში მის ცნობილ ჰიტებსაც მოისმენთ.