ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი და ოსკაროსანი მსახიობი ჯულია რობერტსი იტალიური ბრენდის, კალცედონიას რეკლამაში ერთად გადაიღეს.

ვიდეო-რგოლი ივნისის ბოლოს საფრანგეთში გამოდის. რეკლამაში მთავარი გმირები სწორედ რობერტსი და ნაცვლიშვილი არიან. ინფორმაციას ფეისბუქზე თაკო ნაცვლიშვილის დედა, ნინო ცქიტიშვილი ავრცელებს:

"Bonjour Julia!!! ამ ტექსტით იწყება თაკო ნაცვლიშვილის და ჯულია რობერტსის დიალოგი ბრენდ Calzedonia-ს სარეკლამო ვიდეო რგოლში, რომელიც ივნისის ბოლოს გავა და საფრანგეთის მაშტაბით იტრიალებს".

თაკო ნაცვლიშვილი რამდენიმე უცხოურ ბრენდთან თანამშრომლობს. რაც შეეხება მეგავარსკვლავ ჯულია რობერტსს, ის კალცედონიას რეკლამაში პირველად 2014 წელს გადაიღეს.