სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გამოთვლით, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი შემცირდა. საქსტატის 2018 წლის მონაცემებით, სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს მიღმა ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი ასეთია: საქართველო — 20,1 პროცენტი, ქალაქი — 18,0 პროცენტი, სოფელი 23,1 პროცენტი.

ფოტო: საქსტატი

2017 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველო 21,9 პროცენტი, ქალაქი — 18,6 პროცენტი, ხოლო სოფელი 26,6 პროცენტი იყო.

მედიანური მოხმარების 60 პროცენტის ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი ასეთია: საქართველო 20,5 პროცენტი, ქალაქი 17,2 პროცენტი, სოფელი — 25,4 პროცენტი. რაც შეეხება მედიანური მოხმარების 40 პროცენტის ქვევით მყოფი მოსახლეობის წილს, ქვეყნის მასშტაბით 7,6 პროცენტია, ქალაქად 6,6 პროცენტი, სოფლი კი 9,1 პროცენტი.