ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი ლექტორი, ომარ მახარაძე რომელსაც სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, გამოკითხვაზე იმყოფება. ინფორმაცია On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროშ დაუდასტურეს.

მას ბათუმის მეექვსე განყოფილებაში კითხავენ. მახარაძე გამოკითხვაზე გუშინ იყო დაბარებული, თუმცა ის პოლიციის განყოფილებაში არ გამოცხადდა.

სტუდენტმა ლექტორი სექსუალური ხასიათის მიმოწერასა და შევიწროებაში გამოცემა ბათუმელებთან დაადანაშაულა. გამოცემის ცნობით, სტუდენტი ამბობს, რომ მას ამის დამადასტურებელი მიმოწერა და ფოტოსურათები აქვს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს. თუმცა, მოგვიანებით მუხლი დამძიმდა და გამოძიება 139-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის ქმედების იძულებას გულისხმობს.

ამავე თემაზე: