აჭარის ტელევიზიის დირექტორობის კანდიდატს, დავით ჩხარტიშვილს მიაჩნია, რომ ტელევიზია "სიყვითლის ზღვარზეა". ამის ერთ-ერთ მიზეზად კი იმას ასახელებს, რომ ტელევიზიას "კრეატივშიკები აკლია". სამეურვეო საბჭოსთან გასაუბრებაზე მან განმარტა, რომ ტექნიკური პერსონალი არსებული რესურსის გათვალისწინებით მაქსიმუმს აკეთებს, მაგრამ მაუწყებელს "იდეები აკლია".

"წარმოიდგინეთ, რომ პირველ კურსელ ჟურნალისტს რომ თავის დროზე აეხსნათ, რომ ჟურნალიტიკა არის ძეხვის ხარისხის კონცერტის გაშუქების, ტინგიცის ხელოვნება. ის წავიდოდა ჟურნალისტიკიდან საერთოდ რომ ცოდნოდა, რასთან ექნებოდა საქმე", — განაცხადა მან.

ჩხარტიშვილმა განაცხადა, რომ ნამდვილი ჟურნალისტიკა არა კონცერტების გაშუქება, არამედ სპეციალური რეპორტაჟების კეთება და პრობლემების აქტუალიზაციაა.

2019 წელს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR) ანგარიშში განაცხადა, რომ აჭარის ტელევიზია იყო "ერთადერთი ტელესადგური, რომელმაც შესთავაზა მაყურებელს არჩევნებში მონაწილეთა ზოგადი შედარება". ასევე, ტელევიზიამ დადებითი შეფასება მიიღო Human Rights Watch-ის 2018 წლის ანგარიშშიც, როცა ეთერში რადიო თავისუფლების ის გადაცემების განათავსა, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა დახურა.

ამავე თემაზე: