საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ნოქალაქევი-ლეძაძამე-დიდი ჭყონის საავტომობილო გზის მე-11 კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

გუშინ, 25 სექტემბერს, მეწყერული პროცესების განვითარების გამო ნოქალაქევი-ლეძაძამე-დიდი ჭყონის საავტომობილო გზის მე-11 კილომეტრზე გზის სავალი ნაწილი ჩაიწია და ავტოტრანსპორტის მოძრაობა გარკვეული პერიოდით აიკრძალა.