9,7 რეიტინგით ჩერნობილი IMDb-ზე ყველაზე რეიტინგული შოუა
GOT-ის ფინალურ სეზონთან ერთად, დასრულდა მისი, როგორც IMDb-ზე ყველაზე მაღალრეიტინგული შოუს სტატუსიც. თუმცა, ამ ტიტულის მფლობელი კვლავ HBO-ს სატელევიზიო შოუა.
ჩერნობილის პირველი სერია ამერიკული ტელეარხის ეთერში 6 მაისს გავიდა და ის უკვე მაყურებელთა შეფასებებით სატელევიზიო სერიალებში ლიდერია. IMDb-ის 74 573 მომხმარებლის დაფიქსირებული ხმებით, მისი რეიტინგი ამ დროისთვის 9,7-ია.
IMDb-ის ყველაზე რეიტინგული სატელევიზიო შოუების ათეული ასეთია:
- ჩერნობილი / Chernobyl — 9,7;
- პლანეტა დედამიწა 2 / Planet Earth II — 9,5;
- ჯარისკაცთა საძმო / Band of Brothers — 9,4;
- პლანეტა დედამიწა / Planet Earth — 9,4;
- მძიმე დანაშაული / Breaking Bad — 9,4;
- სამეფო კარის თამაშები / Game of Thrones — 9,4;
- მოსმენა / The Wire — 9,3;
- ჩვენი პლანეტა / Our Planet — 9,3;
- კოსმოსი / Cosmos — 9,2;
- ლურჯი პლანეტა II / Blue Planet II — 9,2.
ჩერნობილი: სერიალის შესახებ
მინისერიალი 1986 წლის 26 აპრილს, უკრაინის ქალაქ პრიპიატში მომხდარ ბირთვულ კატასტროფაზე გვიყვება, რომელიც ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკის აფეთქებას მოჰყვა.
ბირთვული აფეთქების შედეგად რეაქტორი მთლიანად დაინგრა, რამაც მისი მიმდებარე ვრცელი ტერიტორიის რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია. ის შეფასებულია, როგორც უდიდესი ავარია ატომური ენერგეტიკის ისტორიაში, როგორც დაღუპულთა და მისგან დაშავებულ ადამიანთა რაოდენობით, ისე ეკოლოგიური დაბინძურებითა და ეკონომიკური ზიანით.
ჩერნობილის ავარია საბჭოთა კავშირისთვის გახდა უდიდესი სოციალურ-პოლიტიკური მნიშვნელობის მოვლენა.
5-ეპიზოდიან დრამაში მთავარ როლებს ჯოშუა ლიში, ემილი უოტსონი და სტელან სკარსგარდი ასრულებენ.
ამავე თემაზე:
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
-
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
კომენტარები