სამეფო კარის თამაშების მსახიობი კიტ ჰარინგტონი ამერიკაში გამაჯანსაღებელ მკურნალობას გაივლის. როგორც ცნობილია, მსახიობი სტრესს ებრძვის.

ჯონ სნოუს როლის შემსრულებელმა მკურნალობა რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. როგორც მისმა პუბლიცისტმა თქვა, მსახიობი "პიროვნულ პრობლემებს" აგვარებს.

როგორც მსახიობმა Esquire-ს ცოტა ხნის წინ უთხრა, ბოლო სცენების გადაღებები მისი ჯანმრთელობისთვის არც ისე კარგი იყო:

"თავიდან თავს კარგად ვგრძნობდი, შემდეგ კი ჰიპერვენტილაცია დამეწყო. როდესაც მათ დაიძახეს, რომ გადაღებების ბოლო სცენა დასრულდა, ემოციურად დავეცი. ერთდროულად შვებას და ტკივილს განვიცდიდი, რომ ამის გაკეთება აღარ მომიწევდა".

GOT-ის დასრულების შემდეგ გამოსულ დოკუმენტურ ეპიზოდში, The Last Watch, ჩანს, რომ კიტ ჰარინგტონი მისი პერსონაჟის ფინალურ სცენებს ცრემლებით ემშვიდობება.