საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნუკრი ქანთარია ამბობს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ვლადიმერ პუტინის თხოვნით აღუდგინდა.

"პუტინმა გაუგზავნა გზავნილი და სთხოვა, რომ კარგი იქნება თუ სააკაშვილს მისცემთ მოქალაქეობას და ლოგიკურად გამოვიდა, რომ მან მეორე დღესვე სწორედ მიიღო ეს გადაწყვეტილება", — თქვა ქანთარიამ.

მისივე განცხადებით, ზელენსკი გამოუცდელი პოლიტიკოსია და თავად მიხვდება, სიტუაციის ამრევად ჩაიყვანა სააკაშვილი უკრაინაში თუ რამეში წაადგება.

უკრაინის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოდესის ყოფილ გუბერნატორსა და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა გუშინ, 28 მაისს დაუბრუნა.