29 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას შორის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანია საჯარო სექტორში მომუშავე პირთა პროფესიული განვითარებისათვის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების, ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა ქეთევან ჯაყელმა მოაწერეს.