თუ გსურთ, რომ თქვენი Instagram-ის ან Facebook-ის პროფილი უფრო შთამბეჭდავი და ორიგინალური გახადოთ, შეგიძლიათ ახალი ქართული აპლიკაცია Artistik გამოიყენოთ.

Artistik ხელოვნური ინტელექტის კომპლექსური ალგორითმების გამოყენებით თქვენს ფოტოს რომელიმე ცნობილი მხატვრის ნამუშევრად აქცევს. ერთ-ერთი ფილტრის შექმნისას გამოყენებულია რუსუდან ფეტვიაშვილის ნახატებიც.

აპლიკაციაში ჩაშენებული ალგორითმების წყალობით, ყოველი ფოტო უნიკალურად მუშავდება. ამჟამად ჯამში 15 სხვადასხვა ფილტრია ხელმისაწვდომი, რომელთაგანაც ყველაზე პოპულარულები უფასოა. ასევე, არის ფასიანი ფილტრებიც, რომლებიც ხელმისაწვდომი პრემიუმ ფუნქციების შეძენის შემდეგ ხდება.

აპლიკაცია კომპანია Lemondo-მ შექმნა და ის ამჟამად მხოლოდ iOS-ის მოწყობილობებისთვისაა ხელმისაწვდომი, გადმოწერას კი App Store-დან შეძლებთ.