"ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში", — ამ სახელწოდების პროექტის ფარგლებში აშშ-ის მთავრობა $14,5 მილიონის ოდენობის ინვესტიციას დებს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. 5-წლიანი პროექტის პრეზენტაცია დღეს, 28 მაისს გაიმართა.

პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ "სურსათი პროგრესისთვის" პროექტის ფარგლებში. იგი 14,5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსებას ითვალისწინებს, რომელიც საქართველოში არსებული მსხვილფეხა პირუტყვის რძისა და ხორცის ინდუსტრიებში სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესებას მოხმარდება.

პროექტის მიზანია სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობისა და ვაჭრობის პოტენციალის გაზრდა პროგრამაში ჩართული 54,000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის.