ვინც სექსუალურ შევიწროებაზე ღიად საუბრობს, მას დაუცველობის შეგრძნება არ უნდა დარჩეს — გენდერული საბჭო
ბათუმის უნივერსიტეტის ლექტორისა და საკრებულოს წევრის, ომარ მახარაძე სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებიდან 1 კვირის შემდეგ პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო განცხადებას ავრცელებს. მათი თქმით, ადამიანებს, რომლებიც ღიად საუბრობენ პრობლემაზე, დაუცველობის შეგრძნება არ უნდა დარჩეთ.
საბჭოს განცხადებით, დაუკავშირდნენ სტუდენტს, რომელიც ლექტორს ადანაშაულებს და მისგან მიიღეს ინფორმაცია. მათივე თქმით, მხარს უჭერენ შევიწროების წინააღმდეგ მებრძოლ ყველა სტუდენტს.
განცხადებაში საუბარია იმაზე, რომ სახელმწიფომ უკვე შექმნა "ეფექტიანი საშუალებები" სექსუალური შევიწროებისგან დასაცავად. ასევე, აღნიშნულია, რომ სექსუალური შევიწროება საგანმანათლებლო სივრცეში ზიანს აყინებს, არამარტო მსხვერპლს, არამედ აზარალებს საგანმანათლებლო პროცესს.
საბჭო მოუწოდებს ყველა კომპეტენტურ ორგანოს, შემჭიდროებულ ვადაში განიხილონ საქმე და მოახდინონ ადეკვატური რეაგირება. ამბობენ, რომ საბჭო დააკვირდება უფლებამოსილი უწყებების რეაქციებს და განაგრძობს კომუნიკაციას ბსუ-ს სტუდენტ(ებ)თან.
სტუდენტის შესახებ, რომელიც ლექტორს შევიწროებაში ადანაშაულებდა ინფორმაცია 21 მაისს გავრცელდა. 4 დღეში სტუდენტმა გოგომ გენდერული საბჭოს თავმჯდომარეს, თამარ ჩუგოშვილს მიწერა და მხარდაჭერა სთხოვა. ჩუგოშვილმა ფეისბუქზე დაწერა, სტუდენტის საკონტაქტო ინფორმაცია არ ჰქონდა და მას დაკავშირება სთხოვა.
სექსუალური შევიწროების ბრალდება ლექტორს
მას შემდეგ, რაც სტუდენტმა ომარ მახარაძე შევიწროებაში დაადანაშაულა უნივერსიტეტმა მას სტუდენტებთან სააუდიტორიო საქმიანობა დროებით შეუჩერა. უნივერსიტეტში ჩატარდა დისციპლინური საბჭოს სხდომაც, სადაც სხვა სტუდენტებმაც წარადგინეს მტკიცებულებები. კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ შეხვედრამ ეჭქვეშ დააყენა ლექტორის პოზიცია.
ამავრდოულად, მახარაძე ბათუმის საკრებულოს წევრიცაა. ის ასევე სახელისუფლებო პარტია ქართული ოცნების გავლენიანი წევრია ბათუმში. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ, სულიკო თებიძემ განაცხადა, რომ ყოველგვარ ძალადობასა და შევიწროებას გმობს. მისი თქმით, გამოძიების შედეგებს დაელოდებიან და ხელს არავის დააფარებენ.
საქმეზე გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს. მოგვიანებით კი მუხლი დამშიმდა და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლით გაგრძელდა, რაც სექსუალური ხასიათის ქმედების იძულებას გულისხმობს.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები