სააკაშვილი: მზად ვარ, დავით გარეჯის საკითხი გადავწყვიტო
ექს-პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მზადაა დავით გარეჯის საკითხზე საქართველოსა და აზერბაიჯანის შორის მოლაპარაკებებში ჩაერთოს. ამის შესახებ მან ფეისბუქმიმართვისას ისაუბრა.
"ახლა ერთადერთი გამოსავალი არის სწრაფი მოლაპარაკებები. ამ მთავრობის პირობებშიც მზად ვარ ჩავერთო მოლაპარაკებებში იმიტომ, რომ, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანში მე მყავს ჩემი კავშირები. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის ჩვეულებრივი შნირების მთავრობაა, მზად ვარ გარეჯის თემაზე მოლაპარაკებებში ვიყო შუამავალი, მონაწილე და გადავწყვიტო ეს საკითხი, ჩემი თანამდებობის არ ქონის პირობებშიც კი", — განაცხადა მიხეილ სააკაშვილი.
ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ მისი მმართველობის დროს საქართველო-აზერბაიჯანს მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა, ხოლო ბიძინა ივანიშვილმა თავისი მოქმედებებით ეს ურთიერთობები გააფუჭა.
"ძალიან სპეციფიკური ქვეყანაა ჩვენი მეზობელი. როდესაც მე ვიყავი პრეზიდენტი, ჩემს მთავრობას აზერბაიჯანთან გვქონდა ძმური, მჭიდრო ურთიერთობები. იცით რატომ? იმიტომ, რომ არასდროს არაფერს არ ვთხოვდით საკუთარ ჯიბეში და ყველაფერს ვითხოვდით საკუთარი ხალხისთვის. უჩა მამაცაშვილი და ბიძინა ივანიშვილი სთხოვენ ყველაფერზე აზერბაიჯანელებს ფულს, ყველაფერზე სთხოვენ ე.წ. ატკატს და ფულს. ეს ყველაფერი ჭორების დონეზე კი არ ვიცი, ეს ვიცი ზუსტად. როდესაც შენს მეზობელს სთხოვ ფულს ჯიბეში, არ გაგიკვირდეს, რომ ის აკეთებს ყველაფერ იმას, რაც მოეხასიათება და არაფრად აგდებს შენს ინტერესებს", — განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა 4-დღიანი ჩაკეტვის შემდეგ გასულ თვეში დროებით გაიხსნა. 23 მაისს ადგილობრივმა, გიდმა ზვიად ანანიაშვილი ფეისბუქზე ფოტოები გაავრცელა, სადაც წერდა, რომ დავით გარეჯში ჩიჩხიტურის მიმართულებით აზერბაიჯანის მხარეს გზა გაჰყავს. პარალელურად, 23-24 მაისს საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის მორიგი სხდომა იმართებოდა ბაქო.
ორი დღის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანული მხარე სამუშაოებს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ აწარმოებდა. გარდა ამისა, უწყებაში განაცხადეს, რომ აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკების შედეგად მხარეები შეთანხმდნენ, რომ ექსპერტებთან ერთად ადგილზე დაათვალიერონ შეუთანხმებელი მონაკვეთები.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები