"ოპონენტთა დისკრედიტირების ყბადაღებულ და დღეს უკვე ლამის კლიშედ ქცეულ "ჩრდილოთუმეს" იარლიყზე კომენტარს არც კი გავაკეთებ, ან კი მტკიცებას რა ძალა აქვს? დაე, კვლავ ჩემი ღირებულებები ჩემმა საქმეებმა გამოაჩინოს", — ასე გამოეხმაურა აჭარის განათლების უკვე ყოფილი მინისტრი, ინგა შამილიშვილი მისი თანამდებობიდან გადაყენების საკითხს. იგი ამის შესახებ ფეიბუქის საკუთარ გვერდზე წერს.

"ამით არაფერი მთავრდება. სამომავლოდ, რა ასპარეზზეც არ უნდა აღმოვჩნდე, მწირი თუ დიდი რესურსებით, ძალას არ დავიშურებ ქვეყნისა და თქვენი მსახურებისთვის. დრო ყველაფერს მიუჩენს შესაფერ ადგილს. წყალნი წავლენ და წამოვლენ, ჩვენი კეთილი საქმეები კი დარჩება ნათელ მაგალითად იმ უმთავრესი ფასეულობების ერთგულებისა, რასაც ჩემი და თქვენი სამშობლოს ნათელი მომავალისთვის ზრუნვა, უკეთესი ხვალინდელი დღის რწმენა ჰქვია".

26 მაისს აჭარის განათლების მინისტრი, ირმა შამილიშვილი მისი უწყების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე რუსული დროშების გამოყენების გამო გადააყენეს.