საპარტნიორო ფონდის დირექტორი, დავით საგანელიძე აცხადებს, რომ მის დაქვემდებარებულ უწყებაში მმართველობის ცუდი ფორმაა, მაგრამ ის არ ეთახნმება მოსაზრებას, რომ თავად "მმართველობაა ცუდი". ასე უპასუხა მან დამოუკიდებელი დეპუტატის, ლევან კობერიძის კითხვას საკომიტეტო მოსმენისას.

კობერიძემ განაცხდა, რომ საპარტნიორო ფონდი ბოლო 4 წელია წაგებაზე მიდის და თუ სხვა ყველაფერს გვერდზე გადადგებენ გამოდის, რომ მიზეზი "ცუდი მმართველობაა". ამ განცხადებას საგანელიძესა და კობერიძეს შორის კამათი მოყვა.

კომიტეტის სხდომაზე საგანელიძის მისვლის საკითხი ლევან კობერიძემ დააყენა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამ აღნიშნა, რომ საპარტნიორო ფონდი არაეფექტურია.

საპარტნიორო ფონდმა, რომლის შემადგენლობაშია საქართველოს რკინიგზა, გაზისა და ნავთობის კორპორაცია, თელასის აქციების 24,5% და ელექტრო სისტემა 2017 წელს 440 მილიონზე მეტი ზარალით დაასრულა. მაშინ, როცა ფონდის ხელმძღვანელმა, დავით საგანელიძემ თანამდებობრივ სარგოდ 300 ათას ლარამდე აიღო (თვეში 24 500 ლარი). გარდა ამისა, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ რომელიც სრულად საპარტნიორო ფონდის მფლობელობაშია, 2017 წელს დაგეგმილზე 250 მილიონი ლარით ნაკლები შემოსავალი მიიღო.

გაიგეთ მეტი: