BBC-ის ცნობით, ევროპარლამენტის არჩევნების წინასწარი შედეგებით, მემარჯვენე-ცენტრისტული ევროპის სახალხო პარტია ყველაზე დიდ გაერთიანებად (176) რჩება და მოსალოდნელია, მისი პრო-ევროპულ კოალიციად ჩამოყალიბება. სულ მცირე 376 ადგილია საჭირო უმრავლესობის ჩამოსაყალიბებლად. ანალიტიკოსების აზრით, ისინი სოციალ-დემოკრატებთან (150), ლიბერალებთან და მწვანეებთან (68) გაერთიანდებიან.

არჩევნები ლიბერალებისა და მწვანეების სასარგებლოდაც წარიმართა, მაშინ როდესაც ევროსკეპტიკოსმა ნაციონალისტებმა იტალიასა და საფრანგეთში გაიმარჯვეს, სადაც მარინ ლე პენის ულტრა მემარჯვენე პარტიამ პრეზიდენტ მაკრონის პრო-ევროპულ პარტიას გაუსწრო და პირველი ადგილი დაიკავა.

დიდ ბრიტანეთში ახლადჩამოყალიბებულმა ბრექსიტის პარტიამ გაიმარჯვა, ისევე როგორც ფართო წარმომადგენლობით გავიდნენ ლიბერალ-დემოკრატები.

როგორც Reuters წერს, პრო-ევროპულმა პარტიებმა პარლამენტში ორი მესამედი მოიპოვეს, თუმცა, ამავე დროს ულტრა მემარჯვენეები და ნაციონალისტებიც ფართოდ იქნებიან წარმოდგენილი.

ევროპარლამენტში მანდატები პარტიების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • ევროპის სახალხო პარტია — 179 ადგილი;
  • პროგრესული ალიანსი სოციალ-დემოკრატები — 150 ადგილი;
  • ლიბერალ-დემოკრატები (ALDE) — 108 ადგილი;
  • სალვინის ევროპული ალიანსი — 71 ადგილი;
  • მწვანეები - ევროპის თავისუფალი ალიანსი — 68 ადგილი;
  • ევროპის კონსერვატორები და რეფორმატორები — 57 ადგილი;
  • 5 ვარსკვნალის ჯგუფი + ბრექსიტის პარტია — 44 ადგილი (29 დიდი ბრიტანეთიდან);
  • ევროპის გაერთიანებული მემარცხენეები — 38 ადგილი.

ფოტო: European Parliament

ევროპარლამენტის არჩევნები და საქართველოს ახალი გამოწვევა

ევროპარლამენტში 751 ადგილია, მაგრამ ბრექსიტის შემდეგ იგი 705-მდე შემცირდება. გამარჯვებული კანდიდატებისგან ევროპარლამენტი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში დაკომპლექტდება. არჩევნები 23 მაისს დაიწყო და 26 მაისის ჩათვლით გაგრძელდა. არჩევნებში 400 მილიონზე მეტი ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.