სომხეთის პრემიერი, ნიკოლ პაშინიანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მან მისალოცი შინაარსის ტექსტი ტვიტერზე ქართულად გამოაქვეყნა.

"გულითადად ვულოცავ ჩვენს მეგობარ ქართველ ხალხს საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს — დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს! დარწმუნებული ვარ, რომ სომხურ-ქართული ამჟამინდელი მაღალი დონის ურთიერთობები მომავალშიც ჩვენი ხალხების ინტერესებს მოემსახურება", — დაწერა მან.