ოსკარის მფლობელი მსახიობი ჯულია რობერტსი ახალ ფილმში ითამაშებს. კინოსურათი ბესტსელერი წიგნის I’ll Get You! ეკრანიზაცია იქნება. ფილმი ნარკოტიკებზე, ტერორსა და ტყუილზეა, რომელის წინააღმდეგაც რობერტსს მარტოს მოუწევს ბრძოლა.

წიგნი რეალურ ამბავზეა დაფუძნებული და ის კელი პიტერსის (ჯულია რობერტსი) ამბავს აღწერს, რომელიც სრულიად მარტო რჩება დიდი აფერის წინააღმდეგ, რომელმაც მას ცხოვრება თავდაყირა დაუყენა.

კელი პიტერსი მასწავლებელ მშობელთა ასოციაციის პრეზიდენტი იყო და თავისი ქალიშვილის კოლეჯში მოხალისედ მუშაობდა. ერთ დღესაც, ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა ის ნარკოტიკების მოხმარებაში დაადანაშაულა და ბრალად დასდო, თითქოს მან მისი შვილის მანქანაში ნარკოტიკული ნივთიერებები შეინახა. ამბავმა დიდი აჟიოტაჟი და სკანდალი გამოიწვია, რამაც მთავარი პერსონაჟის წარმატებული კარიერა მიწასთან გაასწორა. საქმეში უამრავი ადვოკატი ჩაერია, თუმცა ამაოდ - კელი სასამართლომ დამნაშავედ სცნო და ის დააპატიმრეს. 5 წლიანი სასჯელის შემდეგ სასამართლომ კელი უდანაშაულოდ სცნო და კომპენსაციის სახით $5,7 მილიონი გადაუხადა. თუმცა ამბავი ამით არ სრულდება, ყველაზე მნიშვნელოვანი სამართლიანობის აღდგენის პროცესი და იმის გარკვევაა, თუ ვის და რატომ აწყობდა პიტერსის დაპატიმრება.

ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული და სკანდალური ისტორია ამერიკის სასამართლოს ისტორიაში, რომელმაც უდანაშაულო ქალის ცხოვრება დაანგრია.