პანკისში სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ, მედეა მარგოშვილმა უპასუხა სოსო გოგაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ თემირლანის სიკვდილში მისი ბრალეულობა ოჯახს გარეშე პირებმა დააჯერეს. მედეა მაჩალიკაშვილის თქმით, ის არავის დაურიგებია და თავისი თვალით ნახა სპეცოპერაციის მეორე დღეს გოგაშვილი.

მან ასევე განაცხადა, რომ გოგაშვილმა ორი კვირის წინ პირი მიუგზავნა, რომელმაც მასთან შეხვედრა შესთავაზა. მისი თქმით, ეს პირი ეუბნებოდა, რომ გოგაშვილი მზად იყო ყურანსა და ბიბლიაზე დაეფიცა, რომ უდანაშაულოა. მისივე თქმით, შეხვედრაზე თანახმა იყო, თუმცა ერთი კვირის შემდეგ შუამავლისგან გაიგო, რომ შეხვედრა გაუქმდა.

სოსო გოგაშვილის თქმით, მედიკო მაჩალიკაშვილს ის სპეცოპერაციის ღამეს არ უნახავს და ამაში გარეშე პირებმა დააჯერეს. მან უარი თქვა ამ პირების ვინაობის გამხელაზე და განაცხადა, რომ ინფორმაციას გამოძიებას მიაწვდის. მანვე აღნიშნა, რომ არ სურს მალხაზ მაჩალიკაშვილის დაჭერა და სურს დააჯეროს, რომ თვითონ დამნასავე არ არის.