კანის რიგით 72-ე კინოფესტივალი დასრულდა. ოქროს პალმის რტო ბონგ ჯუნ ჰოს პარაზიტმა დაიმსახურა. სამხრეთკორეელი რეჟისორი ცნობილია ფილმებით Okja და Snowpiercer. პარაზიტი ღარიბ ოჯახზე მოგვითხრობს, რომელიც მდიდარ ოჯახს "მსახურად უდგება". ეს ერთგვარი სატირული დრამაა, რომელიც შეუფერხებლად მიედინება.

ბონგ ჯუნ ჰო პირველი კორეელი რეჟისორია, რომელმაც კანის ფესტივალის მთავარი ჯილდო მოიპოვა.

სხვა კატეგორიებში კი გამარჯვებულები არიან:

  • გრან-პრი: Atlantics, მატი დიოპი
  • ჟიურის პრიზი: Les Misé rables, Bacurau
  • საუკეთესო მსახიობი ქალი: ემილი ბიჩემი (Little Joe)
  • საუკეთესო მსახიობი კაცი: ანტონიო ბანდერასი (Pain & Glory)
  • საუკეთესო რეჟისორი: ძმები დარდენები (The Young Ahmed)
  • საუკეთესო სცენარი: სელინ შიამა (Portrait of a Lady on Fire)
  • საუკეთესო დებიუტი: სეზარ დიასი (Our Mothers)
  • საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი: ვასილის კეკატოსი (The Distance Between Us and the Sky)
  • ჟიურის სპეციალური მოწონება დაიმსახურა ფილმებმა: It Must Be Heaven და Monstruo Dios.
  • საუკეთესო ქვიარ-ფილმი: Portrait of a Lady on Fire
  • საუკეთესო ქვიარ-ფილმი (მოკლემეტრაჟიანი): The Distance Between Us and the Sky

წელს საკონკურსო სექცია 20 ფილმისგან შედგებოდა. ჟიურის ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუ ხელმძღვანელობდა.