მიუხედავად იმისა, რომ სამეფო კარის თამაშების ბოლო სეზონმა უამრავი მაყურებლის კრიტიკა დაიმსახურა, იმ ფაქტს ნამდვილად ვერავინ უარყოფს, რომ სერიალზე ნამდვილი პროფესიონალები მუშაობდნენ. თუ ცოტა ხნით გვერდზე გადავდებთ ჩვენს წარმოდგენებს დასასრულზე და ობიექტურად შევხედავთ სურათს, მერვე სეზონში, ისევე, როგორც წინა სეზონებში, უამრავი არაჩვეულებრივი მომენტი იყო.

ამ სტატიაში სწორედ ასეთ მომენტებს მოვუყარეთ თავი:

1. როცა დეინერისი და ჯონი ვინტერფელში მეფურად მივიდნენ და ეს ძალიან ჰგავდა რობერტ ბარათეონის ვიზიტს პირველი სეზონიდან

ფოტო: HBO

2. როცა ჯონი და ბრანი ერთმანეთს შეხვდნენ და სნოუმ ემოციები ვერ დამალა, ბრანისგან განსხვავებით

ფოტო: HBO

3. როცა ჯონი და არია ერთმანეთს შეხვდნენ

ფოტო: HBO

4. არიასა და გენდრის მსუბუქი ფლირტი

5. როცა ჯონი მამამისის სახელის მქონე დრაკონზე დაჯდა

ფოტო: HBO

6. როცა ჯონმა თავის წარმომავლობაზე სიმართლე შეიტყო

ფოტო: HBO

7. ჯეიმის სახე, როცა ბრანმა თვალი თვალში გაუყარა

8. ჯონი და დეინერისი ჯონის დედის ძეგლთან, ცოტა ხნით ადრე კატასტროფამდე

ფოტო: HBO

9. როცა ტორმუნდმა ჯერ კინაღამ წააქცია ჯონი, მერე კი "პატარა ყვავად" მოიხსენია

ფოტო: HBO

10. სანსას სახე თეონის დანახვისას

11. არიასა და გენდრის კოცნა

ფოტო: HBO

12. როცა ლიანამ და ჯორაჰმა მორმონტების სახლზე ისაუბრეს

ფოტო: HBO

13. პოდრიკის სიმღერა ბრძოლის წინ

ფოტო: HBO

14. როცა ბრიენა რაინდი გახდა

ფოტო: HBO

15. როცა საბრძოლო მოქმედება რეჟისორმა აი, ასე გვაჩვენა

ფოტო: HBO

16. ჯონისა და დეინერისის დრაკონები ღრუბლებს ზემოთ

ფოტო: HBO

17. როცა ყველაზე პატარა გმირმა ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე ჩამოიშორა

ფოტო: HBO

18. როცა დეინერისი დრაკონის გარეშეც შეუპოვრად იბრძოდა

ფოტო: HBO

19. როცა სანსა და ტირიონი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ვერ გადარჩებოდნენ

ფოტო: HBO

20. როცა ბრიენა და ჯეიმი ვინტერფელს ერთად იცავდნენ

ფოტო: HBO

21. როცა არიას საკუთარი მისია შეახსენეს

ფოტო: HBO

22. და ბრძოლის კულმინაცია - ღამის მეფის დამსხვრევა

ფოტო: HBO

23. როცა ჯეიმიმ და ბრიენამ აღიარეს, რომ ერთმანეთი ძალიან იზიდავდათ

ფოტო: HBO

24. როცა მისანდეი და გრეი ვორმი რამდენიმე წამით სრულ იდილიაში იყვნენ

ფოტო: HBO

25. ტირიონისა და ჯეიმის ყველაზე ემოციური დიალოგი

ფოტო: HBO

26. როცა დეინერისი და დრაკონი მართლა ერთნი გახდნენ

ფოტო: HBO

27. როცა სანდორ კლიგანმა კიდევ ერთხელ გადაარჩინა არია და უთხრა, რომ შურისძიების გარდა სხვა მიზნებიც არსებობს

ფოტო: HBO

28. როცა კლიგანები საბოლოოდ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს

ფოტო: HBO

29. როცა სანსა დედოფალი გახდა

ფოტო: HBO

30. როცა ბრიენა კიდევ ერთხელ აღმოჩნდა დიდსულოვანი ადამიანი

ფოტო: HBO

31. და ბოლოს, ეს დამსახურებული მოფერება

ფოტო: HBO