შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონოდ გასაღების მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს. მათივე თქმით, ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა 43 შეკვრად დაფასოებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება "ალფა პვპ".

უწყების განცხადებით, სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისში, ჯიქიას ქუჩის მიმდებარედ, ტყის მასივში იმ დროს დააკავეს, როდესაც ნარკოტიკის მცირე შეკვრების სხვადასხვა ლოკაციაზე განთავსებას ცდილობდა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 19-260-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.