ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, არჩევნების მეორე ტური, სავარაუდოდ, 9 ივნისს გაიმართება. მათივე თქმით, ოფიციალურად თარიღს არჩევნების შედეგების შეჯამების შემდეგ გამოაცხადებენ.

საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, არჩევნების მეორე ტური იმართება პირველი ტურიდან არაუგვიანეს 25-ე დღისა. პირველი ტური კი საქართველოში 19 მაისს გაიმართა.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით მეორე ტური მთაწმინდის ოლქში გაიმართება. მასში მონაწიელობას მმართველი პარტიის კანდიდატი ლადო კახაძე და ევროპული საქართველოს კანდიდატი შალვა შავგულიძე მიიღებენ.