სტუდენტი, რომელმაც ლექტორი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა თამარ ჩუგოშვილს მხარდაჭერას თხოვს
განახლება: ჩუგოშვილი მიმართვას ფეისბუქგვერდზე გამოეხმაურა. მან განაცხადა, რომ სტუდენტის საკონტაქტო ინფორმაცია არ აქვს და სთხოვა მას დაუკავშირდეს.
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელმაც ლექტორი ომარ მახარაძე სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეს, თამარ ჩუგოშვილს მიმართავს. სტუდენტი გოგო ჩუგოშვილს მხარდაჭერას და მიმდინარე პროცესში ჩართვას სთხოვს. მისი მიმართვა ბათუმელებმა გაავრცელა.
"მოგმართავთ მხარდაჭერისთვის, როგორც ქალს, გავლენიან პოლიტიკოსს, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეს. მოგმართავთ სტუდენტი და გთხოვთ თვალი ადევნოთ საქმის მსვლელობას. გამოიჩინოთ კეთილი ნება და პროცესში ჩაერთეთ მაქსიმალურად...
მე მაინც მჯერა, რომ სიმართლე გაირკვევა და მე არ დავიჩაგრები. პატივისცემით სტუდენტი, რომელიც თავის სახელს ვერ წერს", — წერია მიმართვაში.
სტუდენტი ამბობს, რომ არ სჯერა მახარაძის არგუმენტების იმის შესახებ, რომ ტელეფონი გაუტეხეს და მესიჯებს თავად არ გზავნიდა. მისი თქმით, ბრძოლას აგრძელებს, ცდილობს ღირსება და უფლებები დაიცვას და სხვა სტუდენტებს მისცეს მაგალითი.
თამარ ჩუგოშვილს ამ საკითხზე ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია. რამდენიმე დღის წინ მან უარი განაცხადა შეეფასებინა ქართული ოცნების წევრის, ირაკლი ღარიბაშვილის სექსისტური განცხადება. შეფასებებისგან თავი არ შეუკავებია ჩუგოშვილს მაშინ, როცა On.ge-მ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, თაზო ფაცაციას სექსისტურ ფეისბუქპოსტზე ჰკითხა. მაშინ ის ფაცაციას ამ ნათქვამს ემიჯნებოდა.
სექსუალური შევიწროების ბრალდება ლექტორს
მას შემდეგ, რაც სტუდენტმა ომარ მახარაძე შევიწროებაში დაადანაშაულა უნივერსიტეტმა მას სტუდენტებთან სააუდიტორიო საქმიანობა დროებით შეუჩერა. უნივერსიტეტში ჩატარდა დისციპლინური საბჭოს სხდომაც, სადაც სხვა სტუდენტებმაც წარადგინეს მტკიცებულებები. კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ შეხვედრამ ეჭქვეშ დააყენა ლექტორის პოზიცია.
ამავრდოულად, მახარაძე ბათუმის საკრებულოს წევრიცაა. ის ასევე სახელისუფლებო პარტია ქართული ოცნების გავლენიანი წევრია ბათუმში. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ, სულიკო თებიძემ განაცხადა, რომ ყოველგვარ ძალადობასა და შევიწროებას გმობს. მისი თქმით, გამოძიების შედეგებს დაელოდებიან და ხელს არავის დააფარებენ.
საქმეზე გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს. მოგვიანებით კი მუხლი დამშიმდა და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლით გაგრძელდა, რაც სექსუალური ხასიათის ქმედების იძულებას გულისხმობს.
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვაპროკურატურის თანამშრომლის სახელის გამოყენებით, თანხის გამოძალვის ფაქტზე, ორ პირს პატიმრობა მიესაჯა პროკურატურის თანამშრომლის სახელის გამოყენებით, თანხის გამოძალვის ფაქტზე, ორ პირს პატიმრობა მიესაჯა
-
გადახედვაპარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია პარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია
-
გადახედვააზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს აზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს
-
გადახედვააქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს აქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს
-
გადახედვადეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას დეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას
-
გადახედვასაგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით საგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვარაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან რაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
-
გადახედვასაერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი საერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი
კომენტარები