აჩრდილი აბჯარში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მანგაა, რომელიც, წლების წინ სრულმეტრაჟიან ანიმედ მოევლინა მსოფლიო ნერდებს, გიკებს და ოტაკუებს. მისმა პოპულარობამ აშშ-საც მიაღწია. ჰოლივუდი რისი ჰოლივუდია, წარმატებული და შემოსავლიანი პროექტის სუნი რომ არ ეგრძნო და ფილმის გადაღება არ დაეანონსებინა. პროექტი გადასაღებად რუპერტ სანდერსს, ხოლო მთავარი როლი სკარლეტ იოჰანსონს ჩააბარეს.

ფილმის სიუჟეტი სკარლეტის პერსონაჟის გარშემო ვითარდება, რომელიც უნიკალური კიბერ-ორგანიზმი, ადამიანისა და რობოტის ერთადერთი სიმბიოზია და განსაკუთრებით სახიფათო ბოროტმოქმედების წინააღმდეგ მებრძოლი ელიტური ქვედანაყოფის, სექტორ 9-ის მეთაურია. რაზმის მორიგ სამიზნეს კი უცნაური ბოროტმოქმედი ხდება, რომლის მიზანიც რობოტექნიკის მონოპოლისტის, Hanka Robotics-ის განადგურებაა.

Eon Flux-ის წარუმატებელი ადაპტაციის შემდეგ, ფანები იაპონური საი-ფაი ადაპტაციებს სკეპტიკურად უყურებენ, თუმცა, არის შანსი, რომ მორიგი შედევრიც მივიღოთ.

მოკლედ, 2017 წლის მარტში ყველაფერი გაირკვევა, იქამდე კი შეგვიძლია ინტერნეტში ახლახანს გამოჩენილი ტიზერ-ტრეილერით დავიმშვიდოთ ნერვები.