SOCAR-ის თითქმის ყველა ავტოგასამართ სადგურზე დღეს საქართველოს დროშა აღიმართა. კომპანია ამით ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი პატივისცემას გამოხატავს და ხაზს უსვამს თარიღის მნიშვნელობას. როგორც SOCAR-ში აცხადებენ, კომპანია უერთდება 26 მაისის დღესასწაულს, გამოხატავს საკუთარ და თანამშრომლების დამოკიდებულებას ქვეყნის დამოუკიდებლობის მიმართ და, ყოველდღიური საქმიანობით, ქვეყნის განვითარებაში წვლილის შეტანას აგრძელებს.