ქართველმა სუმოისტმა, ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა. მიუხედავად წინა მატჩისა, რომელშიც ტოჩინოშინს მსაჯებმა წაგება ჩაუთვალეს, მან ოძეკის ტიტული მაინც დაიბრუნა.

გორგაძემ იოკოძუნა კაკურიუ დაამარცხა და მეათე გამარჯვება მოიპოვა. ამ ეტაპზე მისი ბალანსია 10-4-ზე. ზაფხულის ნაცუს ბაშოს დასრულებამდე ერთი შეხვედრაა დარჩენილი.

გუშინ, 25 მაისს გამართულ შეხვედრაში მსაჯებმა ქართველ სუმოისტს გამარჯვება არ ჩაუთვალეს, რასაც გულშემატკივრების პროტესტი მოყვა. მხარდამჭერები მიიჩნევდნენ, რომ მსაჯების გადაწყვეტილება უსამართლოა და ტოჩინოშინს ოძეკის ტიტული უნდა მიეღო. ამის გასაპროტესტებლად იაპონიის საელჩოსთან აქციაც კი დაიგეგმა.